გამოკითხული ამერიკელების 47%-სთვის აშშ-ს პრეზიდენტის ქმედებები მიუღებელია | Allnews.Ge

გამოკითხული ამერიკელების 47%-სთვის აშშ-ს პრეზიდენტის ქმედებები მიუღებელია

ამერიკელები თითქმის თანაბრად გაიყვნენ დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე საქმიანობის მოწონება-არმოწონების საკითხზე, - აღნიშნულს ცხადყოფს ტელეარხი Fox News-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

გამოკითხულთა 48%-მა განაცხადა, რომ მათ მოსწონთ დონალდ ტრამპის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ხოლო 47%-სთვის ტრამპის ქმედებები პრეზიდენტის პოსტზე მიუღებელია.

ამავდროულად, პარტიული კუთხით გამოკითხვამ აჩვენა, რომ "რესპუბლიკელების" 87% იწონებს დონალდ ტრამპის ქმედებებს, ხოლო "დემოკრატების" 90% - არა.

რესპონდენტთა 50%-მა განაცხადა, რომ მათ სჯერათ, პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია კრიზისული სიტუაციების მართვა, ხოლო 49%-ს არ სჯერა, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.

myquiz