კალიფორნიაში ევაკუაცია გამოცხადდა | Allnews.Ge

კალიფორნიაში ევაკუაცია გამოცხადდა

კალიფორნიის შტატის ხელისუფლებამ აშშ-ში ყველაზე მაღალი კაშხლის ჩამონგრევის საფრთხის გამო ევაკუაცია გამოაცხადა. დასახლებული პუნქტებიდან ჯამში 130 ათასი ადამიანია ევაკუირებული. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "ასოშეითედ პრესი" იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ევაკუაცია ვრცელდება შემდეგ ქალაქებზე და დასახლებულ პუნქტებზე: ლაივ ოკი, მერსვილი, უითლენდი, პლამას ლეიკი, ოლივხერსტი, გრიდლი, ოროვილი, იუბა-სითი. ადგილობრივი ხელისუფლება ოროვილის ტბაში წყლის დონის შემცირების სამუშაოებს ახორციელებს.

დაუყოვნებლივი ევაკუაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ქალაქ ოროვილში აშშ-ში ყველაზე მაღალი კაშხლის ჩამონგრევის რეალური საფრთხე გაჩნდა. ძლიერმა წვიმებმა წყალგამშვების ეროზია გამოიწვია.

myquiz