აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურებმა ასობით არალეგალი მიგრანტი დააკავეს | Allnews.Ge

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურებმა ასობით არალეგალი მიგრანტი დააკავეს

აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურებმა ქვეყნის მასშტაბით რეიდები დაიწყეს; რეიდების ფარგლებში ასობით არალეგალი მიგრანტი დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება.

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება დონალდ ტრამპის საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებულ განკარგულებას არ უკავშირდება.

The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯილიან კრისტენსენმა განაცხადა, რომ ამ რეიდების მიზანია, არალეგალი დამნაშავეების დაკავება და რომ მსგავსი რეიდები რეგულარულად ტარდება.

"საუბარი მიდის იმ ხალხზე, ვინც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და საიმიგრაციო სისტემის მთლიანობას", - აღნიშნა ჯილიან კრისტენსენმა.

დაკავებები განხორციელდა ექვს შტატში, მათ შორის ისეთ ქალაქებში როგორიც არის ატლანტა, ჩიკაგო, ნიუ-იორკი და ლოს ანჯელესი. გასული კვირის განმავლობაში 160 პირი დააკავეს.

myquiz