დონალდ ტრამპი - მომწონს ობამა და ეს დამოკიდებულება ორმხრივია | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - მომწონს ობამა და ეს დამოკიდებულება ორმხრივია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას მოსწონს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა და ეს დამოკიდებულება ორმხრივია. აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ კარგად ვურთიერთობთ. არ ვიცი, აღიარებს ის ამას თუ არა, მაგრამ მე მას მოვწონვარ. მეც მომწონს ის", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამავდროულად აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შარშან წინასაარჩევნო კამპანიისას მისი ურთიერთობა ბარაქ ობამასთან სასურველ დონეზე არ იყო.

"ჩვენ ერთმანეთზე საშინელ რამეებს ვამბობდით, მაგრამ ინაუგურაციის შემდეგ მანქანაში ჩავსხედით, პენსილვანია ავენიუზე გავიარეთ და არც კი გვისაუბრია ამაზე. პოლიტიკა საოცარი რამეა", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას ტრამპი ობამას აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად მოიხსენებდა, ხოლო მის პოლიტიკას "კატასტროფულს" უწოდებდა.

myquiz