რუსეთმა ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაცია მოახდინა | Allnews.Ge

რუსეთმა ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაცია მოახდინა

რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაცია მოახდინა. ქვეყნის წარმომადგენლობითმა ორგანომ, კანონმდებლობა მესამე მოსმენით მიიღო. კანონის თანახმად, ოჯახში ძალადობის ფაქტის პირველად დაფიქსირების შემთხვევაში ის სისხლის სამარლის დანაშაულად არ ჩაითვლება.

კანონპროექტს მხარი 380-მა დეპუტატმა დაუჭირა, სამი წინააღმდეგ გამოვიდა, ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ არ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ინიციატორი მმართველი პარტიის, "ედინაია რასიას" წევრი, დეპუტატი ოლგა ბატალინა იყო. პარტია აღნიშნული ინიციატივით გასული წლის შემოდგომაზე გამოვიდა.

პირველი მოსმენით კანონპროექტი 11 იანვარს მიიღეს, მეორე მოსმენით კი 25 იანვარს.

კანონპროექტის თანახმად, სისხლის სამართლის 116-ე მუხლიდან სიტყვა "ძალადობას" ახლობელი ადამიანების კონტექსტიდან ამოიღებენ, რაც ოჯახის წევრებისადმი ძალადობის განმახორციელებელს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს. ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, ოჯახის გარეთ ჩადენილ ძალადობაზე ადმინისტრაციული სასჯელი მოქმედებს, ოჯახის შიგნით კი - სისხლის სამართლის.

myquiz