ტრამპის პირველი გადაწყვეტილებები პრეზიდენტის რანგში | Allnews.Ge

ტრამპის პირველი გადაწყვეტილებები პრეზიდენტის რანგში

დონალდ ტრამპმა, როგორც პრეზიდენტმა, უკვე მიიღო პირველი გადაწყვეტილებები.

მან ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის სამიზნე თავისი წინამორბედის, ბარაკ ობამას მიერ განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმა "ობამაქეარია". ბრძანების მიზანია ჯანდაცვის აღნიშნულ პროგრამაზე დანახარჯების შემცირება. ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც სწორედ "ობამაქეარის" შეცვლა იყო.

ტრამპმა ასევე გაპრეზიდენტების პირველივე დღეს განაცხადა, რომ დაწესდება პატრიოტიზმის ეროვნული დღე. ამასთან, მან სენატს გაუგზავნა ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების კანდიდატურები.

იხილეთ ინგლისურენოვანი სტატია: Trump inauguration: key moments

myquiz