მეტ დეიმონის აზრით, ტრამპი "შეიცვლება" | Allnews.Ge

მეტ დეიმონის აზრით, ტრამპი "შეიცვლება"

ამერიკელებმა მხარი უნდა დაუჭირონ დონალდ ტრამპს, - განაცხადა ამერიკელმა მსახიობმა მეტ დეიმონმა. ამის შესახებ იუწყება ამერიკული ტელეარხი CNBC.

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამოსვლისას მეტ დეიმონმა თავის საქველმოქმედო პროგრამაზე და ასევე ტრამპის ადმინისტრაციისგან მოლოდინებზე ისაუბრა.

"პირველ რიგში, მას კარგი მინდა ვუსურვო. ჩვენ ყველამ უნდა ვუსურვოთ მას ეს. ამერიკის წარმატებული პრეზიდენტი კარგია ყველა ჩვენთაგანისთვის და ჩვენ მართლაც უნდა დავუჭიროთ მას მხარი", - განაცხადა მეტ დეიმონმა.

"საიდუმლო არ არის, რომ მისთვის ხმა არ მიმიცია.

ის არ არის კარიერული პოლიტიკოსი, ის დაკავებული იყო თავისი ბიზნეს ინტერესებით, რაც გაცილებით ვიწროა იმასთან შედარებით თუ რის წინაშე მოუწევს პრეზიდენტს დადგომა. ვფიქრობ, ის ახლა ბეჯითად მუშაობს, რათა კომპეტენტური გახდეს ბევრ სფეროებში. მას ბევრი სამუშაო აქვს", - აღნიშნა ამერიკელმა მსახიობმა.

მეტ დეიმონის თქმით, ტრამპი მალე ყველაზე წონიანი პიროვნება გახდება მსოფლიოში, რაც დიდი ტვირთია და მისი აზრით, "ის შეიცვლება".

myquiz