"თქვენი წყალობით მე გავხდი უკეთესი ადამიანი" - ბარაქ ობამას გამოსამშვიდობებელი წერილი | Allnews.Ge

"თქვენი წყალობით მე გავხდი უკეთესი ადამიანი" - ბარაქ ობამას გამოსამშვიდობებელი წერილი

ვაშინგტონში დღეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება. გუშინ ბარაქ ობამამ გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა. allnews.ge სრულ ტექსტს გთავაზობთ:

ჩემო ძვირფასო ამერიკელებო,

მოქმედმა პრეზიდენტმა გამოსამშვიდობებელი წერილი ოვალურ კაბინეტში, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტს უნდა დაუტოვოს - ეს დიდი ხნის ტრადიციაა. ამ წერილით, თეთრი სახლის ახალ ლიდერს უნდა გავუზიაროთ ის რაც ვიცით, ვისწავლეთ და ის მცირე სიბრძნე, რაც ჩვენს მემკვიდრეებს იმ დიდი პასუხისმგებლობის ტარებას გაუმარტივებს, რომელიც თავისუფალი სამყაროს ლიდერობასა და ამ უმაღლესი თანამდებობის დაკავებას მოჰყვება.

ვაშინგტონში დღეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება

იქამდე, სანამ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს ჩემს შენიშვნებს დავუტოვებ, მსურს კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა თქვენი 44-ე პრეზიდენტის პატივის მონიჭებისთვის. ყველაფერი, რაც ამ თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ვისწავლე, მე თქვენგან ვისწავლე.

თქვენი წყალობით მე გავხდი უკეთესი პრეზიდენტი, თქვენი წყალობით მე გავხდი უკეთესი ადამიანი.

ამ რვა წლის განმავლობაში თქვენ ყველანაირი სიკეთის, სიმტკიცის და იმედის წყარო იყავით, საიდანაც მე ძალას ვიღებდი. მე ვხედავდი მეზობელებს, რომლებიც ჩვენი ყოფის ერთ-ერთი ურთულესი ეკონომიკური კრიზისის დროს, ერთმანეთზე ზრუნავდნენ. მგლოვიარე მშობლების მწუხარებას ვიზიარებდი და მათთან ერთად ვეძებდი პასუხებს - საბოლოოდ კი მადლი ჩარლსტონის ეკლესიაში ვპოვე.

მე ვნახე მეცნიერები, რომლებიც პარალიზებულ ადამიანს შეგრძნების დაბრუნებში ეხმარებოდნენ და სასიკვდილოდ განწირულ, დაშავებულ მებრძოლებს სიარულს თავიდან ასწავლიდნენ. ვიხილე ამერიკელები, რომლებსაც სიცოცხლე სამედიცინო მომსახურებასთან წვდომის მეშვეობით შეუნარჩუნეს და ოჯახები, რომელთა ცხოვრება შეიცვალა იმის გამო, რომ მათი ქორწინება აღიარებულ იქნა. ვნახე ჩვენი საზოგადოების პატარა წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი ქცევითა და გულუხვობით შეგვახსენეს ჩვენი ვალდებულება, აგვეღო პასუხისმგებლობა მიგრანტების კეთილდღეობაზე, გვემუშავა მშვიდობისთვის და ამასთანავე გვეზრუნა ერთმანეთზე.

მე გიხილეთ თქვენ, ამერიკელი ხალხი, მთელი თქვენი კეთილსინდისიერებით, იუმორის საუკეთესო გრძნობითა და სიკეთით.

თქვენს ყოველდღიურ ქცევაშ,ი მე ჩვენი ქვეყნის განვითარება დავინახე.

ყველა ჩვენგანმა, პარტიული მიკუთვნებულობის მიუხედავად, უნდა ვიკისროთ ჩვენი წილი სამუშაო, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც არჩევნები ახლოვდება ან საარჩევნო პროცესში ვიმყოფებით, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი ვიწრო ინტერესები დგას დღის წესრიგში, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში.

მე ვიქნებ თქვენთან მთელი გზის განმავლობაში.

და როდესაც პროგრესის თაღი შევიწროვდება, გახსოვდეთ: ამერიკა არ არის რომელიმე ერთი ადამიანის პროექტი. ჩვენს დემოკრატიაში ერთი ყველაზე ძლიერი სიტყვა არის "ჩვენ", "ჩვენ ადამიანები", "ჩვენ უნდა გადავლახოთ".

დიახ ჩვენ შეგვიძლია!!!

myquiz