მექსიკამ აშშ-ს ცნობილი ნარკობარონი "ელ ჩაპო" გადასცა | Allnews.Ge

მექსიკამ აშშ-ს ცნობილი ნარკობარონი "ელ ჩაპო" გადასცა

მექსიკამ აშშ-ს ცნობილი ნარკობარონი ხოაკინ "ელ ჩაპო" გუსმანი გადასცა. მისი ექსტრადიცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

"ელ ჩაპო" გუსმანს ბრალდებები აშშ-ის ექვს შტატმა წაუყენა, ეს ბრალდებები ძირითადად ნარკოტრაფიკსა და მკვლელობებს ეხება.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, "ელ ჩაპოს" სასამართლო პროცესი ტექსასისა და კალიფორნიის შტატებში გაიმართება. სავარაუდოდ, მას სიკვდილით დასჯა არ ელოდება, ვინაიდან სასჯელის ამ ფორმაზე უარის თქმა მისი ექსტრადიციის ერთ-ერთი პირობა იყო. მექსიკაში სიკვდილით დასჯა 2005 წელს აიკრძალა.

"ელ ჩაპოს" ექსტრადიციის პროცესი გასული წლის იანვარს დაიწყო.

ხოაკინ "ელ ჩაპო" გუსმანი წლების განმავლობაში სათავეში ედგა "სინალოას" ნარკოკარტელს და აშშ-ში არალეგალურად რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ნარკოტიკები აქვს შეტანილი. ის მექსიკაში რამდენჯერმე გაიქცა ციხიდან.

myquiz