"მთელი სხეულით ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა" - აშშ-ის "საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტის" პირადი ტრაგედია | Allnews.Ge

"მთელი სხეულით ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა" - აშშ-ის "საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტის" პირადი ტრაგედია

"ლომი ამერიკის ისტორიაში" და "საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის არსებობის განმავლობაში" - ასე დაახასიათა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, ჯო ბაიდენი იქამდე, სანამ ყველასთვის მოულოდნელ განცხადებას გააკეთებდა.

"თანამემულეებისადმი რწმენისთვის, სიყვარულისა და სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის, რომელიც თაობებს გადაეცემა" თეთრი სახლი ლიდერმა ჯო ბაიდენი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით დააჯილდოვა, რომელიც სამოქალაქო პირებს აშშ-ის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დაცვაში, ასევე მსოფლიოსა და აშშ–ში საზოდაგოებრივ–კულტურული ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის გადაეცემათ.

მოულოდნელობამ პრეზიდენტის გამოსამშვიდობებელი სიტყვით გულაჩუყებული ვიცე-პრეზიდენტი ცრემლებამდე მიიყვანა.

თეთრი სახლის ლიდერმა, ჯო ბაიდენის ნახევარსაუკუნოვანი საჯარო სამსახური ყურადღების მიღმა არ დატოვა და პრეზიდენტობის განმავლობაში, უკანასკნელი ჯილდო გადასცა ადამიანს, რომელმაც პირად ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად წარმატებული კარიერის აწყობა და ისეთი მნიშვენოვანი საქმეების წამოწყება შეძლო, როგორიც ქალების ძალადობისგან დაცვა, კოლეჯის კამპუსებში სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და კიბოს დასამარცხებლად აუცილებელი კვლევების წახალისებაა.

კიბოს წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა ჯო ბაიდენმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი ერთ-ერთი შვილი ბო 46 წლის ასაკში თავის ტვინის კიბოსთან 2-წლიანი უშედეგო ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. თუმცა, ეს არ იყო პირველი ტრაგედია, რომელიც ბაიდენების ოჯახს ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაატყდა თავს.

1972 წლის დეკემბერში, სენატში არჩევიდან ერთი თვის შემდეგ, ჯო ბაიდენმა ტელეფონით მიიღო შეტყობინება, რომ ავტოავარიის შედეგად მისი მეუღლე ნელია და 13 თვის ქალიშვილი ნაომი დაიღუპნენ. ისინი საშობაო ნაძვის ხის საყიდლად მიდიოდნენ, როდესაც ტრაგედია დატრიალდა. ავარიის დროს ავტომობილში მისი 4 წლის ვაჟი - ბო და 3 წლის ჰანტერიც ისხდნენ, თუმცა, ისინი გადარჩნენ.

"ტელეფონის რეკვის დროს მივხვდი, მთელი სხეულით ვიგრძენი, რომ რაღაც მოხდა"

ასე გაიხსენა ბაიდენმა რამდენიმე წლის წინ, თავისი ოჯახური ტრაგედია.

ახალარჩეულ სენატორ ბაიდენს 1973 წლის დასაწყისში ფიცი უნდა დაედო. თუმცა, იმის გამო, რომ ავარიის შედეგად დაშავებული ორი შვილი საავადმყოფოში ჰყავდა, ბაიდენს ფიცის დადება თავისი შვილების პალატაში მოუწია.

"1973 წელს, ფიცი უნდა დამედო თუმცა, ვერ შევძელი წასვლა. ამიტომაც სენატის თავმდჯომარე თავად მოვიდა ჩემთან საავადმყოფოში. ცერემონიალი ჩემი შვილების პალატაში ჩავატრეთ", - აღნიშნა ბაიდენმა.

ტრაგედიის შემდეგ, ახლანდელი ვიცე-პრეზიდენტი საქმესა და კარიერაზე კონცენტრირებას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდა, საზოგადოება უკვე იმაზე ფიქრობდა, რომ პოლიტიკოსი საკუთარ საქმიანობას ვეღარ დაუბრუნდებოდა.

ჯო ბაიდენი 18 დეკემბერს, ანუ, ტრაგედიის წლისთავზე მუშაობისგან თავს დღემდე იკავებს.

სენატორის პოსტისა და ორი ვადით ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე გაწეული სამსახურის მიუხედავ, ის მიიჩნევს, რომ გარშემომყოფების მიმართ, ვალი ჯერ კიდევ მართებს.

ბაიდენმა ბარაკ ობამას განსაკუთრებული მადლობა მისთვის იმაზე მეტი უფლებამოსილების მინიჭებისთვის გადაუხადა, ვიდრე ამას ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გულისხმობდა.

"ბატონო პრეზიდენტო, თქვენ იცით, რომ გარკვეული მიზეზების გამო ვიცე-პრეზიდენტს დიდი ძალაუფლება არ აქვს და არც უნდა ჰქონდეს. თქვენ ნდობაზე მეტი გამომიცხადეთ, როდესაც თქვით, რომ ხელისუფლებას ჩემი დახმარება სჭირდებოდა. ამ ნდობას მიცხადებდით ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაცის გაკეთებას მთხოვდით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე".

"ჩვენ ყოველთვის ერთი ოჯახის წევრები ვიქნებით"

განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ. მას შემდეგ, რაც ობამები თერ სახლს დატოვებენ ჯო ბაიდენი კიბოთი დაავადებული ადამიანების სიცოცხლისთვის აქტიურ ბრძოლას გაგრძელებს.

myquiz