თურქეთი მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადადის | Allnews.Ge

თურქეთი მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადადის

თურქეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი დებულებები დაამტკიცა, რომლებიც მმართველობის საპრეზიდენტო ფორმაზე გადასვლას ითვალისწინებენ, - იუწყება სააგენტო "ანადოლუ".

რეფორმა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოებას ითვალისწინებს.

კერძოდ, პრეზიდენტს ექნება ბრძანებების, მინისტრების დანიშვნის, რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის გამოტანის უფლება.

შესწორებების მიღების შემდეგ თურქეთის პარლამენტი მათ რეფერენდუმზე გაიტანს თუ მას 330-ზე მეტი დეპუტატი დაუჭერს მხარს. "სამართლიანობისა და განვითარების პარტია" და "ეროვნული მოძრაობის პარტია", რომლებსაც ჯამში 335 ადგილი აქვთ პარლამენტში აღნიშნულ რეფორმას მხარს უჭერენ.

ოპოზიციური პარტიები თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს ბრალს დებენ ერთპიროვნული ძალაუფლების ჩამოყალიბების მისწრაფებაში.

myquiz