დონალდ ტრამპმა CNN-ის ჟურნალისტს კითხვის დასმის უფლება არ მისცა | Allnews.Ge

დონალდ ტრამპმა CNN-ის ჟურნალისტს კითხვის დასმის უფლება არ მისცა

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტს ჯიმ აკოსტას კითხვის დასმის უფლება არ მისცა.

CNN-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს 6 იანვარს ნიუ-იორკში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ინფორმაცია მიაწოდეს იმის თაობაზე, რომ რუსეთის სპეცსამსახურები მასზე პირადი და ფინანსური ხასიათის კომპრომატს ფლობენ. CNN-ის წყაროს ინფორმაციით, რუსეთის სპეცსამსახურებმა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტზე კომპრომატი მისი მოსკოვში 5-დღიანი ვიზიტისას მოიპოვეს, მათ შორის, სექსუალური ხასიათის ჩანაწერები.

დონალდ ტრამპმა აღნიშნულს მის წინააღმდეგ გამოსვლა და ცრუ ინფორმაციის ტირაჟირება უწოდა. პრესკონფერენციაზე CNN-ის ჟურნალისტმა ტრამპს სთხოვა კითხვის დასმის უფლება მიეცა, რაზეც ტრამპმა უპასუხა: "ნუ უხეშობთ, კითხვის დასმის უფლებას არ მოგცემთ. თქვენ ცრუ ინფორმაციების ორგანიზაციიდან ბრძანდებით".

myquiz