ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, 35 რუს დიპლომატს აშშ-დან გააძევებენ | Allnews.Ge

ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, 35 რუს დიპლომატს აშშ-დან გააძევებენ

წინასაარჩევნოდ კიბერ თავდასხმებთან დაკავშირებით, თეთრმა სახლმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ბარაკ ობამა 35 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს და მათი გვარებს ასაჯაროებს.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, თავდასხმებში რუსეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს ადანაშაულებს.

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა მერილენდსა და ნიუ-იორკში რუსეთის ყველა დიპლომატიური მისიის დახურვა გადაწყვიტა. რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია 72 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებას ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. ის კრემლსა და თეთრს სახლს დაძაბულობის თავიდან აცილებას ურჩევს.

myquiz