Ту-154-ის კატასტროფის ოთხი ძირითადი ვერსია განიხილება | Allnews.Ge

Ту-154-ის კატასტროფის ოთხი ძირითადი ვერსია განიხილება

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, Ту-154-ის კატასტროფის ოთხი ძირითადი ვერსია განიხილება.

უწყების წარმომადგენლების თქმით, ამჟამად არ გამოვლინდა ფაქტები, რომლებიც დაადასტურება ტერორისტული აქტის ან დივერსიის ჩადენას.

"ძირითად ვერსიებად განიხილება გარე ნივთების მოხვედრა ძრავში; უხარისხო საწვავი, რამაც გამოიწვია სიმძლავრის დაკარგვა და ძრავის მუშაობის შეწყვეტა; პილოტირების შეცდომა", - განაცხადეს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტები და მსახიობები იმყოფებოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა, რომელიც სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, კატასტროფა გუშინ განიცადა.

თვითმფრინავის ბორტზე 91 ადამიანი იმყოფებოდა. სამხედროების გარდა თვითმფრინავში იყვნენ ცეკვის და სიმღერის ანსამბლის წევრები და ცხრა ჟურნალისტი. ისინი სირიაში დისლოცირებული რუსული ბაზისთვის ახალი წლის მილოცვას აპირებდნენ.

myquiz