ფოტოები და მოვლენები რომლებმაც მსოფლიო შეძრეს | Allnews.Ge

ფოტოები და მოვლენები რომლებმაც მსოფლიო შეძრეს

სამოქალაქო ომი და ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მიგრანტების უკონტროლო ნაკადი და ტერაქტებით მოცული დასავლეთი, გლობალური პოლიტიკური გადაწყობა და ევროკავშირის კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარი ერთიანებოდა, მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები და მათ ამბიციებს შეწირული მშვიდობა - ვნებათაღელვით სავსე 2016 წელი დასასრულს უახლოვდება. გასულმა 358-მა დღემ ისტორიას დაუვიწყარი ფოტოები და განუმეორებელი თუმცა სამწუხარო, შემაშფოთებელი და სასიხარულო კადრები შემოუნახა.

2016 წლის გაზაფხულზე მსოფლიო ბრიუსელში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა შეძრა. ტერაქტების სერიას, რომელიც ზავენტემის აეროპორტსა და ევროპის პოლიტიკური ცენტრის სიახლოვეს მდებარე მეტროში მოხდა 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" საკუთარ თავზე აიღო. ეს ფოტო კი ამ ტერაქტის სიმბოლოდ იქცა.

მსოფლიოს სირიელი ბიჭის, აილინ კურდის, ზღვის მიერ გამორიყული სხეულის ფოტო არ ჰქონდა დავიწყებული, როდესაც 5 წლის ომრან დაქნეშის ისტორიის თანამონაწილე გახდა. ბიჭი მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ნგრევა კი რუსეთისა და სირიის სახელისუფლებო ძალების ერთობლივმა საჰაერო იერიშმა გამოიწვია. მსგავს იერიშებს მეამბოხეების პარალელურად ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ჰილარი კლინტონი ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, 2012 წელს "სენდი ჰოკის" დაწყებით სკოლაში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს. ობამა თავისი პრეზიდენტობის ორივე ვადის განმავლობაში იარაღის ტარების ამკრძალავი კანონმდებლობის დამტკიცებას ცდილობდა.

სირიაში ბევრმა ადამიანმა ომს მშვიდობა დაუპირისპირა, სიკვდილს სიცოცხლე, უბედურებას ბედნიერება...

ბასტილიის აღების საზეიმო დღემ ფრანგებისთვის ახალი მნიშვნელობა შეიძინა. 2016 წლის შემდეგ, ნიცაში და არა მხოლოდ, ამ დღეს მწუხარებით გაიხსენებენ. 14 ივლისს განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 84 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მანილა, კესონ-სითი, 60 წლის წინ აშენეულ საპატიმროში, რომელიც 800 პატიმრისთის იყო განკუთვნილი, ამჟამად 3 800 მსჯავრდებულს იტევს. ღამით მათ ნაწილს კალათბურთის ღია მოედანზე სძინავს, ხშირად კი მორიგეობას აწესებენ. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსგავსი მდგომარეობა ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს ახალმა ნარკოპოლიტიკამ გამოიწვია

მოულოდნელობისა და საზოგადოების მხრიდან აღშფოთებული რეაქციის მიუხედავად, 2016 წლის 10 ნოემბერს, თეთრი სახლის ლიდერი, ბარაკ ობამა, ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში შეხვდა.

თურქეთი, სანაპირო დაცვა მიგრანტების გადარჩენის ოპერაციაში მონაწილეობს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთიდან საბერძნეთის კუნძულამდე მიღწევას ცდილობდნენ.

კუბელები ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ფიდელ კასტროს ემშვიდობები

დალასის პოლიციის უფროსი დევიდ ბრაუნი 8 ივლისის "შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია" აქციის მიმდინარეობისას თავის 5 კოლეგაზე თავდასხმისა და მათი გარდაცვალების შემდეგ.

24 აგვისტოს იტალიაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია.

სამხერთ აფრიკის რესპუბლიკის პარაოლიმპიელმა ოსკარ პისტორიუსმა უზენაეს სასამართლოში მისი საქმის მოსმენისას ადვოკატის თხოვნით ორივე კიდერუზე პროტეზი მოიხსნა და სასამართლოს ოთახში გავლა სცადა, იმის დასტურად რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვლელობის ჩადენის შესაძლებლობას ვერ მისცემდა.

ივლისში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო, რასაც ხელისუფლების მხრიდან დაკავებები და საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებები მოჰყვა

 

სამხრეთ კორეის მოსახლეობა სეულის ქუჩებში ხელისუფლებისა და პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციაზე სანთლებით ხელში შეიკრიბა

 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი და მისი ოჯახი რეფერენდუმში დამარცხების შემდეგ, რასაც ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლა მოჰყვა.

 

 

 

 

 

 

 

myquiz