დონალდ ტრამპი უცხოელ თანამშრომლებს ეძებს | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი უცხოელ თანამშრომლებს ეძებს

დონალდ ტრამპი უცხოელ თანამშრომლებს ეძებს. როგორც "სიენენი" წერს, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტის კუთვნილმა ღვინის ქარხანამ გამოაცხადა ვაკანსია 6 უცხოელი თანამშრომლისთვის. კერძოდ, ვირჯინიაში მდებარე ვენახებში ესაჭირეობათ ფერმერები, რომლებიც საათში 10,72 დოლარის ოდენობის ანაზღაურებას მიიღებენ.

"სიენენი" დაინტერესდა თუ რატომ ეძებეს უცხოელ თანამშრომლებს ტრამპის კომპანია, მაშინ როდესაც ახალარჩეულ პრეზიდენტს იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება სურს. ამასთან, ამერიკულმა მედიამ აღმოაჩინა, რომ ტრამპის სხვადასხვა კომპანიაში 1 200-ზე მეტი უცხოელი თანამშრომელი ჰყავთ.

ვირჯინიაში მდებარე ვენახებსა და ღვინის ქარხანას ამჟამად ტრამპის ვაჟი ერიკი ხელმძღვანელობს. ტრამპის ვენახებში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

myquiz