საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გახანგრძლივებას გეგმავს | Allnews.Ge

საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გახანგრძლივებას გეგმავს

საფრანგეთი საგანგებო მდგომარეობის 15 ივლისამდე გახანგრძლივებას გეგმავს, - ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro იუწყება.

როგორც დღეს, საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბერნარ კაზნოვმა განაცხადა, მთავრობის შესაბამის შეთავაზებას პარლამენტს წარუდგენს. კაზნოვის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება 2017 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

"ტერორისტული საფრთხის მუდმივობა აუცილებელს ხდის საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას", - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

საგანგებო მდგომარეობა საფრანგეთში 2015 წლის ნოემბერში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ მოქმედებს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეროვნული ასამბლეა და სენატი მომდევნო კვირას განიხილავენ.

myquiz