ვინ იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი | Allnews.Ge

ვინ იქნება აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ამერიკული ნავთობკომპანიის Exxon Mobil Corp.-ის აღმასრულებელი დირექტორი რექს ტილერსონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მთავარ კანდიდატად განიხილება. აღნიშნულის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც გამოცემა წერს, ტილერსონი სხვა კანდიდატებს უსწრებს, მათ შორის 2012 წლის რესპუბლიკელ საპრეზიდენტო კანდიდატს მიტ რომნის, რომელსაც ტრამპი რამდენჯერმე შეხვდა ბოლო პერიოდის განმავლობაში.

ტრამპის ზოგიერთი მრჩევლის აზრით, მმართველობასთან დაკავშირებული გამოცდილება ტილერსონს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაეხმარება. როგორც The Wall Street Journal წერს, რექს ტილერსონს მჭიდრო კონტაქტები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება იმის თაობაზე თუ ვინ დაიკავებს სახელმწიფო მდივნის პოსტს დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია. Exxon Mobil-ში უარი განაცხადეს აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე.

myquiz