სენატორების ჯგუფი დონალდ ტრამპს რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

სენატორების ჯგუფი დონალდ ტრამპს რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებს

დემოკრატებისა და რესპუბლიკელებისგან შემდგარი ამერიკელი სენატორების ჯგუფი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს, - იუწყება სააგენტო Reuters.

წერილს ხელს 12 რესპუბლიკელი და 15 დემოკრატი სენატორი აწერს.

"რუსეთის აგრესიისა და რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უარყოფის ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აშშ-iს გაზარდოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის", - ნათქვამია წერილში, რომლის ინიციატორი ილინოისის შტატის სენატორი რიჩარდ დურბინი და ოჰაიოს რესპუბლიკელი სენატორი რობ პორტმანი არიან.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია არ უნდა იქნას მიღებული და აშშ-მ არ უნდა მოუხსნას რუსეთს სანქციები.

myquiz