თურქეთის პრემიერი - თურქეთი და რუსეთი განსაზღვრავენ რეგიონის მომავალს | Allnews.Ge

თურქეთის პრემიერი - თურქეთი და რუსეთი განსაზღვრავენ რეგიონის მომავალს

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობა არ არის უბრალოდ ორი ქვეყნის ურთიერთობა.

"თურქეთი და რუსეთი მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ რეგიონის ცხოვრებაზე. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ რეგიონის მომავალი", - თურქეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს ციტირებს თურქული სააგენტო Anadolu.

"ჩვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე თურქეთსა და რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გააჩნიათ. თანამედროვე პირობებში მსოფლიოს ყველა ქვეყნები ურთიერთდაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ თვალს დავხუჭავთ რეგიონის პრობლემებზე, ეს პრობლემები გლობალურ მასშტაბს მიიღებს", - აღნიშნა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფება. ორდღიანი ვიზიტი ორგანიზებულია რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის მოწვევით.

myquiz