Facebook, Microsoft, Twitter და YouTube ექსტრემისტული სურათებისა და ვიდეოების გავრცელებას აღკვეთენ | Allnews.Ge

Facebook, Microsoft, Twitter და YouTube ექსტრემისტული სურათებისა და ვიდეოების გავრცელებას აღკვეთენ

ინტერნეტ-ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე წამყვანმა კომპანიებმა - Facebook, Microsoft, Twitter და YouTube, თავისი საიტების მეშვეობით ექსტრემისტული სურათებისა და ვიდეოების გავრცელების აღკვეთის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - იუწყება BBC.

აღნიშნული კომპანიები ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავენ, რომელიც მოიცავს მთლიანი კონტენტის "ვირტუალურ ანაბეჭდებს".

მონაცემთა ბაზის მეშვეობით ისინი თვალს ადევნებენ საიტებზე კონტენტის ატვირთვას. ექსტრემისტული ინფორმაციის შემცველი კონტენტის მასალის გამოჩენის შემთხვევაში კომპანიები შეძლებენ მის წაშლას მანამ, სანამ ასეთი მასალის გავრცელება დაიწყება.

Twitter-მა აღნიშნა, რომ კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ სერვისებზე "არ არის ადგილი იმ კონტენტისთვის, რომელიც ხელს უწყობს ტერორიზმს".

თუ მომხმარებელი თვლის, რომ მისი კონტენტი შეცდომით წაშალეს და არ არის დაკავშირებული ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერასთან, ის შეძლებს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას, - ნათქვამია Twitter-ის განცხადებაში.

myquiz