ჯო ბაიდენმა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, შესაძლოა, კენჭი იყაროს | Allnews.Ge

ჯო ბაიდენმა 2020 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, შესაძლოა, კენჭი იყაროს

ჯო ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს. ამის შესახებ თავად ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა.

"ჩემს კანდიდატურას 2020 წელს პრეზიდენტობის პოსტზე წარვადგენ"- განაცხადა ჯო ბაიდენმა ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ჟურნალისტების ვიწრო წრესთან შეხვედრის ფარგლებში.

"მე არ დაგპირდებით რომ არ წარვადგენ კანდიდატურას, მე საერთოდ არაფერს გპირდებით, რადგან უკვე დიდი ხანია ვიცი, რომ ბედი ჩვენს საქმეებში ყველაზე უცნაური გზით ერევა"- თქვა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2009 წელს, არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვების შემდეგ დაიკავა.

myquiz