მანუელ ვალსი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს | Allnews.Ge

მანუელ ვალსი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

დიახ, მე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ, - განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა ქალაქ ევრიში სიტყვით გამოსვლისას.

"დღეს ვიმყოფები ევრიში, ჩემს ქალაქში, ჩემი ოჯახის, ჩემი ბავშვების და ჩემი გულის ქალაქში. ეს ის ქალაქია, სადაც ყოველთვის პირდაპირ, გულწრფელად საუბრობენ. ეს ქალაქია, რომელიც ცხოვრების სკოლას წარმოადგენს. დიახ, მე საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ვარ. მე მინდა ყველაფერი მივცე საფრანგეთს, საფრანგეთს, რომელმაც ამდენი მომცა", - განაცხადა გუშინ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებლად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრისა და საპრეზიდენტო კანდიდატის ფუნქციების შეთავსებას. "სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან გამომდინარე მე არ შემიძლია ერთდროულად პრემიერ-მინისტრისა და საპრეზიდენტო კანდიდატის ფუნქციების შეთავსება. პრეზიდენტთან შეთანხმებით, ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას", - დასძინა მანუელ ვალსმა.

1-ელ დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სატელევიზიო მიმართვაში უარი განაცხადა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. მემარცხენეების პრაიმერიზი იანვარში გაიმართება, რომელიც მემარცხენეების საპრეზიდენტო კანდიდატს გამოავლენს.

myquiz