შოტლანდიაში 18 წლამდე ბავშვებთან ერთად ავტომობილში სიგარეტის მოწევა აიკრძალა | Allnews.Ge

შოტლანდიაში 18 წლამდე ბავშვებთან ერთად ავტომობილში სიგარეტის მოწევა აიკრძალა

შოტლანდიაში 18 წლამდე ბავშვებთან ერთად ავტომობილში სიგარეტის მოწევა კანონით აიკრძალა - აღნიშნული შეზღუდვა უკვე შევიდა ძალაში.

კანონდამრღვევებს ჯარიმა 1,2 ათასი აშშ დოლარის ოდენობით დაუწესდებათ.

შოტლანდიის ჯანდაცვის მინისტრმა აილინ კემპბელმა განმარტა, რომ სიგარეტის კვამლი მომწამვლელ ნივთიერებს შეიცავს, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს ბავშვებისთვის წარმოადგენს, რადგან მათ ზრდასრულებთან შედარებით, გახშირებული სუნთქვა აქვთ და შესაბამისად მეტ მავნე ნივთიერებას ჩაისუნთქვენ.

მინისტრის თქმით, კანონმდებლობის მიზანი არა მწეველების დასჯა არამედ, მათი ქმედების შეცვლაა.

ორგანიზაცია Forest-ში, სადაც მწეველები არიან გაერთიანებულები, განმარტავენ, რომ კანონი ზედმეტია, რადგან ძალიან ცოტა ადამიანი ეწევა მანქანაში, შესაბამისად, სახელმწიფო რესურსები შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი მიზნების განხორციელებისკენ მიმართულიყო.

უსაფრთხოა თუ არა ჯანმრთელობისთვის ელექტრო სიგარეტი

ინგლისსა და უელსში აღნიშნული კანონი უკვე 2015 წლიდან მოქმედებს.

myquiz