აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მდივანმა რუსეთი აშშ-ის ნომერ პირველ საფრთხედ დაასახელა | Allnews.Ge

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მდივანმა რუსეთი აშშ-ის ნომერ პირველ საფრთხედ დაასახელა

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მდივანმა დებორა ლი ჯეიმსმა რუსეთი აშშ-ის ნომერ პირველ საფრთხედ დაასახელა. აღნიშნულის შესახებ მან სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ უამრავი საფრთხე გვაქვს, მაგრამ რუსეთი, ბირთვული ასპექტის გამო, აშშ-ისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს", - განუცხადა დებორა ლი ჯეიმსმა სააგენტო Reuters რეიგანის სახელობის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ფრენკ კენდელმა აღნიშნა, რომ თუ ადრე ვაშინგტონის პოლიტიკა მიმართული იყო საფრთხეების აღმოფხვრაზე აზია-წყნარი ოკეანისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ახლა აშშ უფრო ფოკუსირებულია რუსეთზე.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯოზეფ დანფორდმა აღნიშნა, რომ მოსკოვის მიზანია ნატო-სთან დაპირისპირება და ალიანსის რეპუტაციისთვის ძირის გამოთხრა.

"ისინი ხშირად მოქმედებენ იქ, სადაც ათწლეულების მანძილზე არ გამოჩენილან", - განაცხადა დანფორდმა.

myquiz