აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფა კანონით დასჯადი გახდა | Allnews.Ge

აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფა კანონით დასჯადი გახდა

აზერბაიჯანში მიიღეს კანონი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტის ინტერნეტში შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, - იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო APA.

შესაბამისი კანონპროექტი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა.

პროექტი საკანონმდებლო ორგანოში აზერბაიჯანის გენერალურ პროკურორმა ზაკირ გარალოვმა შეიტანა. აღნიშნული კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 500-დან 1000 მანათამდე ოდენობის ჯარიმა, შრომა გამასწორებელი სამუშაოები 2 წლამდე ვადით ან 2-წლიანი პატიმრობა.

გარდა ამისა, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის ღირსების შელახვა ყალბი სახელის, პროფილების და ექაუნთების გამოყენებით დაისჯება 1000-დან 1500-მდე მანათის ოდენობის ჯარიმით ან 3-წლიანი პატიმრობით.

myquiz