ბარაკ ობამა - ტრამპი ერთგულია ნატო-სადმი | Allnews.Ge

ბარაკ ობამა - ტრამპი ერთგულია ნატო-სადმი

პრეზიდენტის ინსტიტუტი გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი პიროვნება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ორშაბათს სიტყვით გამოსვლისას.

როგორც "ფოქს ნიუსი" გადმოსცემს, ბარაკ ობამას თქმით, აშშ-ის გავლენა გლობალური მასშტაბით არ შემცირდება არჩევნების შედეგით და დაამატა, რომ დონალდ ტრამპმა მას უთხრა, რომ აშშ ერთგული დარჩება ნატო-სადმი.

როგორც ტრამპმა განაცხადა, ალიანსის სხვა წევრებს საკმარისი წვლილი არ შეაქვთ თავდაცვის კუთხით. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, ტრამპის პოზიცია ამ საკითხზე ბოლო დღეების განმავლობაში შეიცვალა.

myquiz