ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-დან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაცია მოხდება | Allnews.Ge

ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ-დან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაცია მოხდება

აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია CBS-თან საუბრისას განაცხადა.

ინტერვიუ ეთერში ჯერ არ გასულა, თუმცა ტელეკომპანიამ გაავრცელა ანონსი, სადაც ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-დან 3 მილიონი მიგრანტის დეპორტირებაც მოხდება.

"იმ ადამიანების დეპორტაციას ვაპირებთ, ვინც დამნაშავეები არიან და კრიმინალური წარსული აქვთ, არიან ნარკოტიკებით მოვაჭრეები და სხვადასხვა ბანდის წევრები. ასეთი ადამიანების რაოდენობა 2-3 მილიონია. ჩვენ ან მათ დეპორტაციას მოვახდენთ ან ციხეში ჩავსვამთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ინტერვიუ ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა "60 წუთში" დღეს საღამოს გავა.

myquiz