Associated Press-ი - "რესპუბლიკური პარტია" წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებს | Allnews.Ge

Associated Press-ი - "რესპუბლიკური პარტია" წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებს

 

არსებული პროგნოზით, აშშ-ის "რესპუბლიკური პარტია" წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მოიპოვებს. როგორც სააგენტო Associated Press-ი წერს, ხმის დათვლის პროცედურა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა, "რესპუბლიკელებს" უკვე აქვთ უზრუნველყოფილი 218 ადგილი, რაც უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისზე მეტია.

ამასთან, ტელეკომპანია "ბიბისი" აღნიშნავს, რომ "დემოკრატიულ პარტიას" სულ უფრო ნაკლები შანსი აქვს იმისთვის, რომ სენატში უმრავლესობა მოიპოვოს.

აშშ-ში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ხმის მიცემის პროცედურა ალიასკას შტატშიც დასრულდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხმების დათვლა. წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ის "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი დონალდ ტრამპი ლიდერობს. არჩევნების შედეგები უახლოეს ხანში გახდება ცნობილი.

myquiz