ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო მდივნის პოსტს სავარაუდოდ, ჯო ბაიდენი დაიკავებს | Allnews.Ge

ჰილარი კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში სახელმწიფო მდივნის პოსტს სავარაუდოდ, ჯო ბაიდენი დაიკავებს

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჰილარი კლინტონი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტს სავარაუდოდ, ჯო ბაიდენს შესთავაზებს.

ამის შესახებ გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ჯო ბაიდენი, რომელიც ამჟამად აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის პოსტს იკავებს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია აშშ-ის დემოკრატიული პარტიიდან.

სხვა შესაძლო კანდიდატებს შორის წყარო Politico-სთან საუბარში ასახელებს ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ყოფილ მთავარსარდალს ჯეიმს სტავრიდისს.

როგორც Politico აღნიშნავს, გამოცემის არაერთი მიმართვის მიუხედავად, კლინტონის შტაბში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთეს.

myquiz