"ასტონ მარტინი" ცათამბჯენს ააშენებს | Allnews.Ge

"ასტონ მარტინი" ცათამბჯენს ააშენებს

ბრიტანული სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია "ასტონ მარტინი" უძრავი ქონების ბიზნესში შედის. როგორც გაირკვა მდიდრული კლასის ბრენდი კომპანია G and G Business Developments-თან ერთად მაიამის ცენტრში 66-სართულიან საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს.

შენობა განთავსდება Biscayne Boulevard Way 300-ში. მასში მინიმუმ 390 საცხოვრებელი ბინა განთავსდება. დაგეგმილია ასევე შვიდი პენტჰაუსისა და დუპლექს პენტჰაუსის აშენება კერძო აუზებითა და ტერასით. აპარტამენტების ღირებულება 2 მილიონი დოლარიდან დაიწყება.

დუბაიში მსოფლიოს ყველაზე მაღალ ცათამბჯენს ააშენებენ

ცათამბჯენი იალქნის ფორმის იქნება - დიზაინზე Revuelta Architecture და Bodas Mian Anger-მა იმუშავეს. შენობის გახსნა 2021 წლისთვის იგეგმება.

ფინანსური პრობლემების გამო, "ჯეიმს ბონდის" ავტომობილების წარმოებით სახელგანთქმული კომპანია, კრიზისის დაძლევას სხვადასხვა სფეროში ძალების მოსინჯვით ცდილობს.

როგორც ცნობილია კომპანიამ რამდენიმე დღის წინ მონაკოში 1,5 მილიონ ევროიანი იახტა წარმოადგინა, ის ასევე თანამშრომლობს "ჰერმესსთან" საკუთარი ხაზის ტანსაცმლის წარმოებაზე, ახლა კი ძალების მოსინჯვას უძრავი ქონების ბაზარზეც გეგმავს.

მომავლის ცათამბჯენები

 

myquiz