ანტალიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 12-მდე ადამიანი დაშავდა | Allnews.Ge

ანტალიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 12-მდე ადამიანი დაშავდა

ანტალიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 12-მდე ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ანტალიის მერმა მენდერეს ტურელმა განაცხადა.

აფეთქება სავაჭრო-სამრეწველო პალატის ავტოპარკინგზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა ერთ-ერთი ავტომობილი. ანტალიის მერის განცხადებით, ტერაქტზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, რადგან, შესაძლოა, მომხდარი ავარიის შედეგი იყოს.

აფეთქების შედეგად ავტოპარკინგზე მდგომი რამდენიმე ავტომობილი მნიშვნელოვნად დაზიანდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამრეწველო პალატის შენობაში მინები ჩაიმსხვა.

როგორც თურქული პრესა აღნიშნავს, დღეს სამრეწველო პალატაში ქალაქის მერის მონაწილეობით, ოფიციალური ღონისძიების ჩატარება იყო დაგეგმილი.

myquiz