ანტალიაში აფეთქება მოხდა | Allnews.Ge

ანტალიაში აფეთქება მოხდა

ანტალიაში აფეთქება მოხდა. ტელეკომპანია CNN Turk-ი ავრცელებს ინფორმაციას სავარაუდო მსხვერპლზე. ძლიერი აფეთქება ანტალიაში სამრეწველო პალატის ავტოპარკინგზე მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე მუშაობენ სასწრაფო დახმარების მანქანები.

CNN Turk-თან საუბარში ერთ-ერთი თვითმხილველი ყვება, რომ აფეთქების შედეგად შენობის მინები ჩაიმსხვრა, რის შედეგად შენობაში მყოფი ადამიანები დაშავდნენ.

myquiz