სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი დადგინდა | Allnews.Ge

სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი დადგინდა

საერთაშორისო ექსპერტებმა სირიის არმიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების კიდევ ერთი ფაქტი დაადგინეს.

როგორც დასავლური მედია იტყობინება, 2015 წლის 16 მარტს, ავიაციამ პროვინცია იდლიბში ქლორის გაზის შემცველი ბომბები გამოიყენა.

აღნიშნული ინფორმაცია გაერო-ს ექსპერტებისა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, რომლის პრეზენტაცია გუშინ, გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის გაიმართა.

გაერო-ს საგამოძიებო კომისიის ცნობით, 2014 და 2015 წლებში როგორც სირიის არმიამ, ისე დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ქიმიური იარაღი არაერთხელ გამოიყენეს.

myquiz