კამერუნში სარკინიგზო ავარიის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

კამერუნში სარკინიგზო ავარიის შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა

კამერუნში სარკინიგზო ავარიის შედეგად, სულ მცირე, 53 ადამიანი დაიღუპა და 300-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ "ბიბისი" კამერუნის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა. ტრაგიკული შემთხვევა დედაქალაქ იაუნდესა და ქალაქ დუალას დამაკავშირებულ რკინიგზის მონაკვეთზე მოხდა.

ავარიის გამო ორ ქალაქს შორის საავტომობილო მიმოსვლა შეფერხებულია.

myquiz