"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა მოსულთან 300-მდე ადამიანი სიკვდილით დასაჯეს | Allnews.Ge

"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა მოსულთან 300-მდე ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა ერაყის ქლაქ მოსულთან თითქმის 300 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს.

ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი, ერაყის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

არსებული მონაცემებით, ბოევიკებმა მეტწილად, მამაკაცები და ბავშვები მოკლეს.

მანამდე, გაერო-მ განაცხადა, რომ ისლამისტებმა, ცოცხალი ფარის გამოყენების მიზნით, რამდენიმე ასეული ოჯახი ტყვედ აიყვანეს. ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, მოსულთან მდებარე ორი დასახლებული პუნქტიდან გატაცებულია 550 ოჯახი.

ერაყის არმიამ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. სახმელეთო ძალებს საჰაერო დახმარებას საერთაშორისო კოალიციის ავიაცია უწევს.

myquiz