სირია თურქეთს თვითმფრინავების ჩამოგდებით დაემუქრა | Allnews.Ge

სირია თურქეთს თვითმფრინავების ჩამოგდებით დაემუქრა

დამასკო ანკარას თურქული თვითმფრინავების ჩამოგდებით დაემუქრა. სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემთხვევაში,სირიელი სამხედროები თურქულ თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ.

"ამ აგრესიას, რომელიც მიმართულია უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ, სერიოზული მოვლენები მოჰყვება - განხილული იქნება თურქული სამხედრო თვითმფრინავების მიერ სირიის საჰაერო სივრცის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა, რის შემდეგაც მათი ჩამოგდება მოხდება ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გუშინ, თურქმა სამხედროებმა დაადასტურეს, რომ სირიის ტერიტორიაზე, ქურთების პოზიციებზე 26 ავიადარტყმა განახორციელეს, რასაც 160-დან 200-მდე ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა.

myquiz