ჩეხეთი რუსულ პროპაგანდასთან აქტიურ ბრძოლას იწყებს | Allnews.Ge

ჩეხეთი რუსულ პროპაგანდასთან აქტიურ ბრძოლას იწყებს

ჩეხეთი რუსულ პროპაგანდასთან აქტიურ ბრძოლას იწყებს. ამ მიზნით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა "რუსულ პროგანდასთან" ბრძოლის ქვედანაყოფი.

როგორც ჩეხეთის შს მინისტრმა მილან ხოვანცემა განაცხადა, ქვედანაყოფში 20-მდე თანამშრომელი იმუშავებს. გუნდის მთავარი ამოცანა დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ჩინოვნიკებთან მუშაობაა, რათა მათ ყალბ ინფორმაციაზე სწორი რეაგირება შეძლონ.

გასულ თვეს ჩეხეთის უშიშროებისა და ინფორმაციის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთი ჩეხეთის ტერიტორიაზე საინფორმაციო ომს აწარმოებს. სპეცსამსახურების ცნობით, ჩეხეთში მოქმედებენ მოსკოვის კონტროლირებადი აგენტები და იატაკქვეშა ჯგუფები, რომლებიც რუსულ პროპაგანდას ეწევიან.

myquiz