ტერორისტული საფრთხის გამო ანკარაში მიტინგებისა და აქციების გამართვა აიკრძალა | Allnews.Ge

ტერორისტული საფრთხის გამო ანკარაში მიტინგებისა და აქციების გამართვა აიკრძალა

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 30 ნოემბრამდე საჯარო შეკრებების, მიტინგების, აქციების გამართვა აიკრძალა. მიზეზად ტერორისტული აქტების განხორციელების საშიშროება დასახელდა.

როგორც ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სადაზვერვო სამსახურებმა მოიპოვეს ინფორმაცია, რომ "აკრძალული ტერორისტული ორგანიზაციები ანკარაში ქმედებებისთვის ემზადებიან". კერძოდ, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თავდასხმების სამიზნე სწორედ საჯარო თავშეყრის ადგილებია.

შემოღებული აკრძალვის თანახმად, შეკრებებისა და აქციების გამართვა აიკრძალა ღია და დახურულ საჯარო ადგილებში, მათ შორის ქუჩებში, პროსპექტებზე, პარკებში, სკვერებში.

ამასთანავე, საჯარო უწყებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ღონისძიებების ორგანიზებას მხოლოდ ანკარის გუბერნატორის სპეციალური ნებართვის შემთხვევაში შეძლებენ.

myquiz