ერაყის ქალაქი მოსული 900-მა ადამიანმა დატოვა | Allnews.Ge

ერაყის ქალაქი მოსული 900-მა ადამიანმა დატოვა

ერაყის ქალაქი მოსული 900-მა ადამიანმა დატოვა, ყველა მათგანმა სირიის საზღვარი გადაკვეთა. ისინი ამჟამად ლტოლვილთა ბანაკში იმყოფებიან.

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, ეს არის სამოქალაქო პირების პირველი ჯგუფი, რომელმაც მოსულის ისლამისტებისგან გათავისუფლების ოპერაციის დაწყებიდან ქალაქი დატოვა.

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში არ გამორიცხავენ, რომ ანალოგიური მარშრუტი, მოსულიდან გაქცევის მიზნით, შესაძლოა "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმაც გამოიყენონ.

თავის მხრივ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში შიშობენ, რომ ისლამისტები ქიმიურ იარაღს გამოიყენებენ.

სხვადასხვა მონაცემებით, ამჟამად ქალაქ მოსულში 1,5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ქალაქში იმყოფება 5 000-ზე მეტი "ბოევიკი".

როგორც "ბიბისი" აღნიშნავს, არსებობს საშიშროება, რომ საბრძოლო მოქმედებებისას ისლამისტები მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად გამოიყენებენ.

myquiz