საუდის არაბეთში სამეფო ოჯახის წევრი სიკვდილით დასაჯეს | Allnews.Ge

საუდის არაბეთში სამეფო ოჯახის წევრი სიკვდილით დასაჯეს

საუდის არაბეთის ისტორიაში პირველად, სამეფო ოჯახის წევრი სიკვდილით დასაჯეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განაჩენი პრინც თურქი ბინ საუდ ალ-ქაბირს გამოუტანეს.

უწყების ცნობით, 2014 წელს სასამართლომ ის საუდის არაბეთის მოქალაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ადგილობრივი პრესის ცნობით, მკვლელობის შემდეგ პრინცმა პოლიცია თავად გამოიძახა.

საუდის არაბეთში მოქმედი კანონების თანახმად, მკვლელობა, ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდა, შეიარაღებული ძარცვა, გაუპატიურება და მკრეხელობა სიკვდილით ისჯება.

Amnesty International-ის ცნობით, გასულ წელს საუდის არაბეთში 158 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.

myquiz