პოლონეთის პარლამენტმა აბორტის სრული აკრძალვის კანონმდებლობას მხარი არ დაუჭირა | Allnews.Ge

პოლონეთის პარლამენტმა აბორტის სრული აკრძალვის კანონმდებლობას მხარი არ დაუჭირა

პოლონეთის პარლამენტმა აბორტის სრული აკრძალვის კანონმდებლობას მხარი არ დაუჭირა. ინიციატივის საწინააღმდეგოდ 450 დეპუტატიდან 345-მა კანონმდებელმა მისცა ხმა. აბორტის სრული აკრძალვის მომხრე მხოლოდ 58 დეპუტატი აღმოჩნდა.

ხმის მიცემის პროცესი ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე გაიმართა. ათასობით შავ ტანისამოსში ჩაცმული ქალი ორშაბათს პოლონეთის მსხვილი ქალაქების ქუჩებში კანონპროექტის გასაპროტესტებლად გამოვდა, მსგავსი აქციები ევროპის სხვა დიდ ქალაქებშიც გამართეს, მათ შორის, ბერლინი, ლონდონი და პარიზიც იყო.

"ბიბისი"-ს რეპორტიორის განმარტებით, პოლონეთში აბორტების წინააღმდეგ ისედაც მკაცრი კანონი მოქმედებს. 1993 წელს მიღებული კანონი აბორტს კანონიერად მხოლოდ ძალადობის, ინცესტის, ან სამედიცინო საჭიროებების შემთხვევაში ცნობს, რომელმაც შეიძლება ქალის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

აბორტების სრულად აკრძალვის ინიციატივით პოლონეთის მმართველი პარტია "უფლება და სამართლიანობა" გამოვიდა. პარტიამ აბორტის გაკეთება ერთადერთ შემთხვევაში სცნო კანონიერად, თუ ქალის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა, უკანონო აბორტის შემთხვევაში კი, თავისუფლების აღკვეთის ვადის გაზრდას 1-დან 5 წლამდე გეგმავდა.

myquiz