იამაიკას ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება | Allnews.Ge

იამაიკას ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება

იამაიკას ბოლო 9 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება. როგორც "ბიბისი" წერს, ქარის სიჩქარე საათში 260 კილომეტრს აღწევს. სინოპტიკოსებმა ქარიშხალ "მეტიუს" ყველაზე მაღალი, მეხუთე კატეგორია მიანიჭეს.

სტიქიის გამო იამაიკის პრემიერ-მინისტრმა დღეს პარლამენტის საგანგებო სხდომა მიიწვია.

როგორც მოსალოდნელია, შტორმი იამაიკას ორშაბათს დაატყდება თავს. ხელისუფლების ცნობით, სტიქიამ შესაძლოა, კუნძულის ტურისტული რაიონებიც დააზარალოს.

ქარიშხლის გამო, სამაშველო სამსახური, პოლიცია და სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში იმყოფებიან. კუნძულზე გაიხსნა დროებითი თავშესაფრებიც.

myquiz