მსოფლიო ლიდერები შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონიალზე | Allnews.Ge

მსოფლიო ლიდერები შიმონ პერესის დაკრძალვის ცერემონიალზე

ისრაელის ყოფილი პრეზიდენტის შიმონ პერესს დღეს დაკრძალავენ. ცერემონიალს ესწრება პერესის ოჯახის წევრები, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები, მოსახლეობა და მსოფლიო ლიდერები, მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და პალესტინის ლიდერი, მაჰმუდ აბასიც.

ამასთან, პერესისთვის პატივის მისაგებად ისრაელში ჩავიდა დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი და ყოფილი პრემიერი ტონი ბლერიც. ცერემონიალს ასევე ესწრება ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი, ესპანეთის მეფე ფელიპე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ასევე საფრანგეთის, გერმანიის და მექსიკის პრეზიდენტები, ავსტრალიის, კანადის, იტალიის და ნიდერლანდების პრემიერები.

როგორც მოსალოდნელია, დაკრძალვის ცერემონიალს ისრაელის პრემიერ-მინისტრს იცხაკ რაბინის დაკრძალვის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება. უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებულია დამატებით 8 000 პოლიციელი.

შიმონ პერესი ოთხშაბათს გულის შეტევის შედეგად 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

როგორ აქცია ებრაელმა ხალხმა უდაბნო ძლიერ სახელმწიფოდ - შიმონ პერესის ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელი გამოსვლა

 

myquiz