რუსეთი საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს | Allnews.Ge

რუსეთი საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

მოსკოვი საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აშშ-ში მდებარე რუსეთის საელჩოში უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.

მიზეზი მუსლიმების მიერ გავრცელებული მოწოდებაა, რომლის თანახმად, 30 სექტემბერს, საღამოს ლოცვის შემდეგ, სირიის ქალაქ ალეპოში არმიის მიერ დაწყებული ოპერაციის გასაპროტესტებლად "მრისხანებისა და პროტესტის მსოფლიო დღე" უნდა გაიმართოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრები რუსების წინააღმდეგ შესაძლოა, პროვოკაციები გამოიყენონ.

"მრისხანების" დღის ჩატარების ინიციატივით გუშინ "მუსლიმ მეცნიერთა საერთაშორისო კავშირი" გამოვიდა და მოუწოდა მსოფლიოს მასშტაბით ყველა სასულიერ პირს, პარასკევის ქადაგება ალეპოს მოსახლეობას მიუძღვნას.

რუსეთმა სირიაში საჰაერო ოპერაცია 2015 წლის 30 სექტემბერს დაიწყო.

myquiz