ალეპოს დაბომბვის შედეგად, ერთი კვირაში, 96 ბავშვი დაიღუპა | Allnews.Ge

ალეპოს დაბომბვის შედეგად, ერთი კვირაში, 96 ბავშვი დაიღუპა

23 სექტემბრის შემდეგ სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვის შედეგად სულ მცირე 96 ბავშვი დაიღუპა და 223 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ამჟამად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, უმძიმესი სიტუაციაა შექმნილი. აღნიშნულ რაიონში დარჩა მხოლოდ 30 ექიმი, არსებობს სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი, დაშავებულთა რაოდენობა კი დღითი დღე იზრდება.

"ბავშვებზე ძალადობას და ადამიანის სიცოცხლის სრულ უგულვებელყოფას არანაირი გამართლება არა აქვს.

ბავშვების ტანჯვა ყველაზე ცუდი რამ არის, რაც კი გვინახავს", - განაცხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ჯასტინ ფორსაიტმა.

იუნისეფ-ში აცხადებენ, რომ ხშირად ბავშვები იღუპებიან იმის გამო, რომ აღჭურვილობისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო მათთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია.

სირიის არმიამ ალეპოზე შეტევითი ოპერაცია 19 სექტემბერს დაიწყო.

myquiz