აშშ რუსეთს თანამშრომლობის შეწყვეტით ემუქრება | Allnews.Ge

აშშ რუსეთს თანამშრომლობის შეწყვეტით ემუქრება

აშშ მზადაა სირიაში კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების საკითხში რუსეთთან ერთობლივი მუშაობა შეწყვიტოს, თუკი რუსეთი ქალაქ ალეპოში ძალადობას არ შეწყვეტს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

"სახლმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ აშშ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს სირიაში ვითარების გამწვავების გამო და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს მიიჩნევს პასუხისმგებლად იმ ვითარებაზე, მათ შორის იმ ბომბების გამოც, რომლებიც ქალაქის დასაბომბად გამოიყენება", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.

სირიის არმია, რუსეთის ავიაციის დახმარებით, 19 სექტემბრიდან ქალაქ ალეპოს დაბომბვებს ახორციელებს.

myquiz