დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის არმიის შექმნის წინააღმდეგია | Allnews.Ge

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის არმიის შექმნის წინააღმდეგია

დიდი ბრიტანეთი შეეწინააღმდეგება ნებისმიერ გეგმას ევროკავშირის არმიის შექმნის თაობაზე, რადგან ამან შესაძლოა, ნატო-ს როლს ძირი გამოუთხაროს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა ბრატისლავაში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების არაოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

თავის მხრივ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა უკვე დაადასტურა, რომ დიდ ბრიტანეთს ევროკავშირის არმიის შექმნის საკითხზე ვეტოს დადების უფლება არ ექნება.

"არის ქვეყნების რიგი, რომელსაც ჩვენსავით მიაჩნია, რომ ეს ცალკეული წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევას ნიშნავს. გეთანხმებით, რომ ევროპამ ტერორიზმისა და მიგრაციის წინაშე ძალისხმევა უნდა გააორმაგოს, მაგრამ ნატო-ს დუბლირება სწორი გზა არ იქნებოდა", - განაცხადა მაიკლ ფელონმა.

ევროკავშირის ერთიანი არმიის შექმნაზე მსჯელობა 2015 წელს დაიწყო, როდესაც აღნიშნული ინიციატივით ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი გამოვიდა.

myquiz