ბაღდადში ტერაქტის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

ბაღდადში ტერაქტის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ტერაქტის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ბაღდადის იმ რაიონში აიფეთქა, სადაც, მეტწილად, შიიტი მუსლიმები ცხოვრობენ. პასუხისმგებლობა ტერაქტის ორგანიზებისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

როგორც "როიტერი" აღნიშნავს, ერაყში ტერიტორიების დაკარგვის შემდეგ დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე თავდასხმები გაახშირა.

myquiz