დრეზდენის მეჩეთთან და საერთაშორისო კონგრეს-ცენტრთან აფეთქებები მოხდა | Allnews.Ge

დრეზდენის მეჩეთთან და საერთაშორისო კონგრეს-ცენტრთან აფეთქებები მოხდა

გერმანიის ქალაქ დრეზდენში ორი აფეთქება მოხდა. როგორც გამოცემა "დოიჩე ველე" წერს, ერთი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დრეზდენის მეჩეთთან, მეორე კი საერთაშორისო კონგრეს-ცენტრთან აფეთქდა.

დრეზდენის პოლიციის ცნობით, აფეთქებები სავარაუდოდ, უცხოელების წინააღმდეგ იყო მიმართული.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

myquiz